შეხვედრა ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრში

31 იანვარი 2014

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენრში  საქართველოში მოქმედი უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან შეხვედრა  გაიმართა.

შეხვედრაზე ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრმა ირაკლი ყანდაშვილმა უნივერსიტეტებს, რომელთაც ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი აქვთ გაფორმებული ადვოკატთა ასოციაციასთან, შესთავაზა ადვოკატთა სასწავლო ღონისძიებებში მეტი ჩართულობა და ერთობლივი პროგრამების დაგეგმვა ქართველი ადვოკატებისათვის შესათავაზებლად.

 

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია გამოთქვამს იმედს, რომ უნივერსიტეტების ჩართულობა სასწავლო ღონისძიებებში, გახდება საფუძველი ქართველი ადვოკატებისათვის ხარისხობრივად კიდევ უფრო მაღალი დონის სასწავლო ტრენინგების ორგანიზებისა.

 

შეხვედრას ესწრებოდა ადვოკატთა სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელი თიკო ქარსელაძე, რომელმაც ინფორმაცია მიაწოდა სტუმრებს სასწავლო პროცესის შესახებ.

 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი